სემეკი ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
22 სექტემბერს საჯარო სხდომას გამართავს.სემეკი საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე, ასევე, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებაზე იმსჯელებს.
„ტარიფების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომისია უზრუნველყოფს საჯარო სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას კომისიის Facebook გვერდის საშუალებით. www.facebook.com/gnerc.
კომისიის საჯარო სხდომა დაიწყება 12:00 საათზე. მისამართია: ა.მიცკევიჩის N19
სხდომაზე განიხილება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყების შესახებ დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფების დადგენის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;
შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ ( თბილსრესის N9 ბლოკი) ელექტროენერგიის წარმოების 2018 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;
2017 წლის ტარიფების კორექტირების მიზნით შემდეგი საკითხები:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის N3,4 ბლოკები) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის კორექტირების თაობაზე;
შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (თბილსრესის N9 ბლოკი) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის კორექტირების თაობაზე;
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის კორექტირების თაობაზე;
შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის კორექტირების თაობაზე“, – აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები