თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მე-9 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა, მაშველებმა გადაარჩინეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მე-9 სართულიდან თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომას ცდილობდა, მაშველებმა გადაარჩინეს.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი რკინის კონსტრუქციიდან, სამაშველო თოკის დახმარებით, უვნებლად ჩამოიყვანეს.
„ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან აპირებდა გადმოხტომას, მაშველებმა ფანჯრის გასწვრივ არსებული რკინის კონსტრუქციიდან, სამაშველო თოკის დახმარებით, უვნებლად ჩამოიყვანეს. სამსაათიანი მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდა! მეხანძრე-მაშველების გაწვდილ ხელს მამაკაცი იმედიანად ჩაეჭიდა“, –  აცხადებენ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები