თერჯოლის მუნიციპალიტეტში ხანძარია

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს ტყეში ხანძარია. როგორც „კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო პოლიგონი, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი პოლიგონზე გავრცელდეს. ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ტყეს უკიდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები