კოჟორიძე გიორგი ანდრიაძის ღია წერილზე: ვაკვირდებით, რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ კამპანიაში

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან დაკავშირებით საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი ანდრიაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
კოჟორიძე პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას აბსურდულს უწოდებს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია უმძიმესი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს პრეზიდენტის აბსოლუტურად აბსურდული კრიტიკით. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა იქნება ინდულგენცია. ჩვენ არასდროს მსგავს აბსურდებს არ ვპასუხობთ, თუმცა ცხადია, ჩვენც და ალბათ, საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რომელი პოლიტიკოსები ჩაებმებიან ამ ბინძურ თამაშში“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობას ღია წერილით მიმართავს.
როგორც ანდრიაძე განმარტავს, საქმე ეხება 2016 ან 2017 წლებში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
მიმართვაში ის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები