თამარ ტალიაშვილმა ამომრჩეველს თემქაზე განსახორციელებელი პროექტები გააცნო

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს’’ თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი მოქალაქეებთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას თემქაზე დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი განცხადებით, თემქას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული და ათვისებული თემქაზე მცხოვრებთა სასარგებლოდ.
თამარ ტალიაშვილი მოსახლეობას, ასევე, ესაუბრა ,,ქართული ოცნების’’ გუნდის მიერ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით გატარებულ რეფორმებზე და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის რანგში მის მიერ დანერგილ სიახლეებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები