“ჩვენი დათქმა, რომ არ მივიღებთ არც ერთ ნორმას, რომელიც სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ძალაშია”

„არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დოკუმენტში, სამართლებრივი ხასიათის პრინციპული შენიშვნები იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის დათქმა, რომ გუნდი არ მიიღებს არც ერთ ნორმას, რომელიც სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ბოლომდე ძალაში რჩება.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში შესაძლოა საუბარი იყოს საარჩევნო სისტემის შემოღების ვადებთან დაკავშირებით. ეს არ არის პრინციპული საკითხი სამართლებრივ თემაზე. ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი. ჩვენი დათქმა, რომ არ მივიღებთ არც ერთ ნორმას, რომელიც სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ბოლომდე ძალაში რჩება. კონსტიტუციაში არც ერთი წინააღმდეგობრივი ნორმა არ იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მანვე დასძინა, რომ ყოველთვის იარსებებს პოლიტიკური შინაარსის საკითხები, რაც პოლიტიკური ძალების მხრიდან იქნება საკამათო და ეს ჩვეულებრივი პროცესია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები