23 სექტემბერს საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ

23 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოში ინდოეთიდან დროებით დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს ჩამოაბრძანებენ.
როგორც სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა, დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა, თბილისის აეროპორტიდან სიწმინდეს მუზეუმში გადააბრძანებენ, 24 სექტემბერს, წირვის დროს კი სამების ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც წმინდა დედოფლის პარაკლისი შესრულდება.
„ასეთი ტანჯული და თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია და მას ღირსეულად უნდა შევეგებოთ. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე გადაბრძანდება მუზეუმში, რათა პროცედურები იქნას დაცული. კვირას, 24 სექტემბერს წირვის დროს მობრძანდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც გადახდილი იქნება პარაკლისი. ხალხს, კი საშუალება ექნება წმინდა ნაწილს ემთხვიოს. ორშაბათს, 25 სექტემბერს სიწმინდეს გადააბრძანებენ კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე იქ სცენ თაყვანი. შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის”, – განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები