თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების დასახმარებლად ვერტმფრენი უკვე გაფრინდა

თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების დასახმარებლად ვერტმფრენი უკვე გაფრინდა.
როგორც “კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილი სადაც ქართველი 6 ტურისტი იმყოფება, რთულად მისადგომია, რის გამოც, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა გახდა.
მათივე ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები ჩარჩენილ ტურისტებთან მუდვივ კონტაქტზე იმყოფებიან.
თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს 6 მოქალაქე დახმარებას ითხოვდა.
ისინი ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდნენ, თუმცა გზა აერიათ და უკვე მეორე დღეა ხეობიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები