„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საქმიანობაში არის შემთხვევები, სადაც ფაქტები აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის წევრების შეუთავსებელ საქმიანობაზეა საუბარი. როგორც ბესელიამ აღნიშნა, პატივსაცემია მათი საქმიანობა, მაგრამ საჭიროა ინფორმაციის ობიექტურად მიწოდება საზოგადოებისთვის.
მისივე თქმით, დეპუტატების მხრიდან ანაგარიშის შეფასება არც უპატივცემულობა და არც დისკრედიტაციის მცდელობა არ არის.
„პირიქით, ყურადღებით ვუსმენთ და ვეცნობით ხოლმე მათ მონაცემებს, ძალიან ხშირად საყურადღებოა მათი მონაცემები, თუმცა ეს არ არის ეს შემთხვევა. იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც არასწორი, არაზუსტი და არარეალური ინფორმაცია გავრცელდა. ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრი შემთხვევა აღმოჩნდა ამ ჩამონათვალში, სადაც რეალობას ასცდა ის ფაქტები, რაც გამოქვეყნდა. მაგალითად გედევან ფოფხაძეზეც არის იქ ინფორმაცია, რაც აბსოლუტურად არარეალურია. არის სხვა შემთხვევებიც, სადაც ფაქტები აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად გადამოწმდეს ინფორმაციები, ვიდრე საჯაროდ გაცხადდება“,- აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია პარლამენტის წევრების შეუთავსებელ საქმიანობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები