პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრსა და გენშტაბის უფროსს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენშტაბის უფროსმა საქართველოს პრეზიდენტს რეზერვის კონცეფციის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.