გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს საქართველოს სამსახურში.
„დაზვერვის სამსახურს ვულოცავ პროფესიულ დღეს.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის პროფესიულად შესრულებისთვის, ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მათ ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიო მისია აკისრიათ ქვეყნის წინაშე, რადგან ძლიერი დაზვერვის სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განმსაზღვრელია.
ვუსურვებ ყველას წარმატებებს და ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოს სამსახურში“ – ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.