საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იანის ზლამეცი მიიღო, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ლატვიის ურთიერთობა და ქვეყნებს შორის აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების მნიშვნელობა განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იანის ზლამეცს საქართველოსა და ლატვიის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.