ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ როსტოვის ოლქში მცხოვრები ზაქარია დათუაშვილის ინფორმაციით, სოფელ სინიავსკოეში ძმათა სასაფლაოზე აღმოჩენილია ობელისკი ქართული გვარ-სახელებით.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბ-ნ ზაქარია დათუაშვილს. “მიმდინარე წლის სექტემბერში როსტოვის ოლქში, ნეკრილოვსკის რაიონის სოფელ სინიავსკოეში მცხოვრებმა, ზაქარია დათუაშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მიმართა. ბ-ნი ზაქარია დათუაშვილის ინფორმაციით სოფელ სინიავსკოეში ძმათა სასაფლაოზე აღმოჩენილია ობელისკი ქართული გვარ-სახელებით: შ.მ კილაძე; ლ.ზ.თაქთაქიშვილი; გ.გ მერკვილაძე; გ.ზ ირემაძე; ბ-ნი ზაქარია დათუაშვილის ინფორმაციის თანახმად ქართველ მებრძოლთა საფლავებზე შემდეგი მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: – რიგითი კარვალ აბაშიძე მაკარის ძე, დაბადებული 1917 წელს, გარდაცვალების თარიღი – 1942 წლის 13 მარტი. – 1910 წელს დაბადებული გავრილ მერგულაძე გალაქტიონის ძე გარდაცვალების თარიღი – 1943 წლის 19 მაისი. აღნიშნული ინფორმაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ბ-ნ ზაქარია დათუაშვილს შემდეგ ნომრებზე: 568 302 125 (საქართველო); 8906240490 (რუსეთი)”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები