მიხეილ სააკაშვილი იმ დოკუმენტების გადაცემას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ბრიფინგი გამართა. როგორც ბრიფინგზე სააკაშვილმა განაცხადა, იგი მოითხოვს გადაეცეს ის დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
„წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ შვებულებაში და სანამ შვებულებაში იმყოფებით, სამსახურიდან გითხოვენ, თქვენ ჩამოდიხართ და ითხოვთ თქვენი შრომის წიგნაკი მოგცენ, მაგრამ ყოფილი დამსაქმებელი გპასუხობთ, რომ აქ აღარ მუშაობთ და არანაირ შრომის წიგნაკს არ მიიღებთ – ზუსტად ასე მომექცნენ მეც, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ გამართულ ბრიფინგზე.
”მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ხალხის დახმარებით აქ ვარ. თქვენ იცით, რომ რამდენიმე გავლენიანმა მსოფლიო პოლიტიკოსმა პრეზიდენტ პოროშენკოს ჩემს საკითხზე დაურეკა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ყველას ერთნაირი პასუხი გასცა – „მიკვირს, რატომ არ მიდის ბატონი სააკაშვილი სასამართლოში”.
კი მაგრამ, როგორ უნდა მივიდე სასამართლოში, როდესაც არ მაქვს არანაირი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მათ მოქალაქეობა ჩამომართვეს? მე ვვარაუდობ, რომ ასეთი დოკუმენტი, საერთოდ ბუნებაში არ არსებობს. რატომ ვიბრძვი ამისთვის? წარმოიდგინეთ, როგორ ექცევიან ისინი რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით დეპუტატებს შორის მეგობრები არ ჰყავთ. ამდენი კამერა ესწრება ჩემს გამოსვლას, ამდენი მასალა იწერება მსოფლიოში, ხელისუფლება კი მაინც თაღლითობს”, – დასძინა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები