გედევან ფოფხაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე: თუ რაიმეს იპოვიან და ქონება გამიჩნდება, უარზე არ ვარ

არც სამეწარმეო საქმიანობა მაქვს და არც ქონება, – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ” დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
​ფოფხაძისთვის უცნობია, თუ რას ეყრდნობა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში.
“შეიძლება, ზოგჯერ ხელფასიდან გადადებული ხუთი-ექვსი ათასი ლარი მქონდეს, რომელიც მალევე ქრება. არც სამეწარმეო საქმიანობა მაქვს და არც ქონება. წილი არანაირ კომერციულ სტრუქტურაში არ მაქვს. არ ვიცი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიში რას ეყრდნობა, თუ რაიმეს იპოვიან და ქონება გამიჩნდება, უარზე არ ვარ”, – განაცხადა ფოფხაძემ.
პარლამენტის 9 დეპუტატი კონსტიტუციას არღვევს – ამ დასკვნას ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატის ბიზნეს საქმიანობისა და დეკლარაციების შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ პარლამენტის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესსა და სახელმწიფო ტენდერებში, რასაც მათ ქვეყნის მთავარი კანონის 53-ე მუხლი უკრძალავს და ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. კვლევაში, უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოპოზიციაც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები