მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევას პასუხობს

ის პატარა საადვოკატო ფირმები, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მსგავს კვლევას აქვეყნებს, მეტი პროფესიონალიზმი მართებს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას. მისი თქმით, ის საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ.
„არ მინდა ვინმეს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანა დავაბრალო. კვლევაში ჩემი გვარიც არის ნახსენები, თუმცა იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ ის პატარა საადვოკატო ფირმები, რომლებიც 10-12 წლის წინ შეიქმნა, დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებენ, შესაბამისად, არანაირი აქტივობა არ უფიქსირდებათ და წლებია, ოფიციალურადაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა. რომელ სამეწარმეო საქმიანობაზეა საუბარი? მგონია, რომ საზოგადოება არ იმსახურებს არასწორი ინფორმაციების თუ ფაქტების დამახინჯებით მიწოდებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან კავშირი აქვს და შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტებში წილს ფლობს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშშია ნათქვამი. პარლამენტის 9 დეპუტატი კონსტიტუციას არღვევს – დასკვნას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 150 დეპუტატის ბიზნეს საქმიანობისა და დეკლარაციების შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ პარლამენტის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესსა და სახელმწიფო ტენდერებში, რასაც მათ ქვეყნის მთავარი კანონის 53-ე მუხლი უკრძალავს და ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტას ითვალისწინებს. კვლევაში, უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოპოზიციაც მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები