გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის დაკავებას, ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და საქართველოს მოქალაქეების საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებები იყო.
„დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს განვითარებულ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე 9-11 აგვისტოს დაფიქსირდა, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის, კანჯი ოღლის დაკავებას. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას. მათ ჩვენი პოზიციები გავაცანით და აღნიშნულ საკითხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატშიც განვიხილავთ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ზოლის ჩაკეტვა არის და ნებისმიერი სხვა რეგულაციები ხელისუფლებისთვის მიუღებელია და აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო ფორმატში განიხილება.
მომდევნო შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები