თემქის დასახლებაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თემქის დასახლებაზე, „უნივერსამის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ცივი იარაღითაა დაჭრილი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაჭრილი მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ იგი, მსუბუქი ავტომანქანით მიიყვანეს.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილის შესახებ ინფორმაცია თბილისის სასწარაფო სამედიცინო ცენტრში არ დაფიქსირებულა – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფოს პრესსამსახურში განუცხადეს.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები