“მრავალეროვანი საქართველო” საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს

საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს, რომელშიც აღწერილია მრავალეროვანი საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამონიტორინგო პროგრამის ძირითადი მიმართულებები, წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პრაქტიკა, სიახლეები და გამოწვევები, ასევე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის მიერ რეალიზებული პროგრამული აქტივობები , 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტები 1 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
„მრავალეროვანი საქართველო” წინასაარჩევნო მონიტორინგს ახორციელებს ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში სათაო ოფისისა და რეგიონული გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით.
სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები