ორგანიზაციამ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის პოსტზე დავით ლანჩავა წარადგინა

ორგანიზაცია “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” წარმომადგენლებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტზე იურისტი დავით ლანჩავა წარადგინეს. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ბუაძემ განაცხადა, ლანჩავას და მის გუნდს შესწევს უნარი, გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ადვოკატთა კორპუსის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
“ჩვენ დავით ლანჩავასთან ერთად გვაქვს ახალი ხედვა. სწორედ ამის გამო, წარვადგინეთ ის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალურად გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადვოკატთა კორპუსი უფრო კარგი და ღირსეული გახდეს. დავით ლანჩავა არის ის ადამიანი, რომელიც რეალურად სიახლეებს დანერგავს”, – განაცხადა “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბუაძემ. იურისტ როინ მიგრიაულის თქმით კი, დავით ლანჩავას რეფორმატორული ხედვები აქვს, რაც ადვოკატთა ასოციაციის ღირებულებებს კიდევ უფრო ზევით ასწევს. “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერშია ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები