საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც

კახეთში, საგარეჯოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 50 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.
მათ პირველადი დახმარება ადგილზე ჩაუტარდათ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები