დაბა ურეკში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
დაბა ურეკში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
პროექტით გათვალისწინებულია 850 მეტრი საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი – ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ღურჯუმელიძე და მერის მოადგილე – ნიკა ბოლქვაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.