ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა
ტეხასის შტატის ქალაქ კერის ოლქში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა, 27 ბავშვი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ CNN-უ, კერის ოლქის შერიფ ლარი ლიტისსა და კერვილის მერის, დალტონ რაისსზე დაყრდნობით იუწყება.
ლიტის თქმით, ტეხასის შტატში, კერის ოლქში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 28 ზრდასრული და 15 ბავშვია. შერიფმა დასძინა, რომ ხუთი ბავშვის და 12 ზრდასრული ადამიანის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.
რაისმა აღნიშნა, რომ „კემპ მისტიკიდან“ 27 ბავშვი კვლავ დაკარგულად ითვლება.
„ვიცოდით, რომ დღეს ესეთი დღე იქნებოდა, ამიტომ ჩვენი რიცხვები მუდმივად შეიცვლება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იდენტიფიკაციაზე“, – აცხადებს რაისი.