გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლს – „ზღვის თეატრი“ დაესწრო
მარჯანიშვილის თეატრის სხვენზე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი – „ზღვის თეატრი“ დაიდგა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა თეატრის მნიშვნელობასა და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის ბრძოლას ეხება. სპექტაკლი დროებით დევნილობაში მყოფ, ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ისტორიაზე მოგვითხრობს, რომელთაც ქალაქში ახალი თეატრის გახსნას სურთ.
სპექტაკლს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი – ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – თენგიზ ნასარიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.