მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადაიდო

ლვოვის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 22 სექტემბრამდე გადადო, – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „112 უკრაინა“ ავრცელებს. სააკაშვილის საქმის განხილვა 18 სექტემბერს დაიწყო. დაცვის მხრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის გადაცემული ოქმი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტ „შეგინის“ დარღვევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან არ გააძევებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები