დონალდ ტუსკი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას შეეხო,ასევე აქტუალური თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ყველა იმ პროცესისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები