საქართველოს მოქალაქე თურქეთიდან ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ქალის, ანჯელინა სამუსენკოს გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს შესაბამისი ვიდეო მასალით. მედიის ცნობით, საპასპორტო კონტროლის დროს, 46 წლის მამაკაცი (დ.ს.) საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა. თურქულმა პოლიციამ ჩემოდნის გახსნა მოთხოვა მას, სადაც 27 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოაჩინა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ავტომობილს სწორედ აღნიშნული რუსი ქალი მართავდა. ძიების დასრულებამდე კი, საზღვარზე დაკავებულ ქალს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.
აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თურქეთში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს და თურქული მხარე აღნიშნულზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

https://www.youtube.com/watch?v=JD6_iuCGHxE&feature=youtu.be

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები