საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის განყოფილების, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავთა საკითხთა ბიუროს, სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს დესკის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დესკი წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესზე, ქვეყნის ოკუპირებული ტეროტორიებისა და ტერიტორიულ მთლიანობის საკითხებზე. დელეგაციის წევრებმა სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტში ინიცირებული ის კანონპროექტები გააცნეს, რომელთა მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები