კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ქვეყანაში

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც პრობლემაა არამარტო თბილისში, არამედ ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ, რათა მეტი ადამიანი გვყავდეს დასაქმებული და ნაკლები სოციალურად დაუცველი, – ამის შესახებ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ვაკის 02 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მუსხელიშვილი და ვაკის 03 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე წარადგინა.
ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე, კახი კალაძემ ხელისუფლების მიერ 4 წლის განმავლობაში გაკეთებულ პროექტებსა და მიღწევებზე ისაუბრა. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო გეგმა გააცნო.
ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე.კახი კალაძის,განმარტებით თბილისს დაემატება ახალი სამარშუტო ხაზები,ავტობუსით მგზავრობა კი არა მხოლოდ კომფორტული არამედ პოპულარულიც გახდება.ასევე მეტროს სრული რეაბილიტაცია მოხდება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით დაგეგმილი პროგრამების განხორცილებას დაპირდა-„2012 წლის მერე განხორციელებული რეფორმების შემდეგ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაზღვეულია და საჭიროების შემთხვევაში ექიმისა და საავადმყოფოს ხარჯებს მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო იხდის.ეს პროგრამები კვლავაც გაგარძელდება.სოციალური პროგრამების თვალსაზრისით,იმის მიუხედავად,რომ ძალიან ბევრი გაკეთდა,ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ვისაც ჩვენი დახმარება ესაჭიროება.“
ვაკის რაიონის მოსახლეობას,კალაძე ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.განაცხადა,რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში,ყველა რაიონში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები შეიქმნება.
ვაკის პარკში გამართულ შეხვედრაზე,მოსახლეობას სიტყვით ვაკის რაიონის მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატებმაც მიმართეს.გიორგი ბირბიჩაძემ და გიორგი მუსხელიშვილმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და არჩევნებში გამარჯვების შემთვევაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები