გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. პრემიერ-მინისტრი ასევე სიტყვით მიმართავს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთისგან გადმოიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის მაღალი დონის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება. გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე“. წინასწარი დღის წესრიგით, ასამბლეის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც. სესიის პრეზიდენტი სლოვაკეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკია. ასამბლეის გენერალური დებატები წელს 19-25 სექტემბერს გაიმართება. ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები