ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ მაიკლ კონავეის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
კონგრესმენმა, მაიკლ კონავეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები