ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა

ლანჩხუთში, სოფელ ზემო შუხუთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სატვირთო ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა.
“კვირას” აღნიშნული ფაქტი შს სამინისტროში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილის საბურავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ის არხში ჩავარდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის დროს სატვირთო ავტომანქანაში მხოლოდ მისი მძღოლი იმყოფებოდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები