აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალ „ირმას“ ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ ყველაზე მეტად ფლორიდის შტატი დააზარალა.
ფლორიდაში, ქარიშხლის გამო, ხელისუფლებამ 6,5 მილიონი ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაციის განკარგულება გასცა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, ფლორიდაში მაშველები 30-მა შტატმა გაგზავნა.
„ირმას“ სიმძლავრე ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა მას კვლავ ახლავს ძლიერი წვიმა და ქარი. ამჟამად ციკლონი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი თანდათან შესუსტდება.
სანამ აშშ-ის სანაპიროს მიაღწევდა, ქარიშხალმა „ირმამ“კარიბის ზღვის აუზის კუნძულებს გადაუარა და ზოგიერთი მათგანი მთლიანად გაანადგურა. სენ-მარტინსა და ბარბუდაზე განადგურებულია შენობების 95%. კარიბის ზღვაში სტიქიას 37 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 დაიღუპა კუბაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები