კიევის მეტროპოლიტენში დაკვამლიანების გამო, რამდენიმე სადგური დაიკეტა

კიევში, არ მუშაობს სადგურები „ტარას შევჩენკო“ და „პეტროვკა“.- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. დაკვამლიანება კიევის მეტროპოლიტენის ცისფერ ხაზზე მოხდა.
მატარებლების მოძრაობის შეზღუდვის გამო, ზოგიერთი მეტროსადგურის ბაქანზე ხალხის რიგია. უკრაინული სააგენტოების ცნობით, მეტროსადგურ „კონტრაქტოვაია პლოშადთან“ ამჟამად მობილიზებულია სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკვამლიანება სადენების აალებამ გამოიწვია. კიევის მეტროპოლიტენის ცისფერ ხაზზე ძლიერი დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები