თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თურქეთში ანტალიის რეგიონში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, ქალბატონს ქუჩაში ცივი იარაღით ექვსი ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა 10 სექტემბერს დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. დაღუპული 51 წლის იყო. ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ჰოსპიტალში გადაყვანის დროს გარდაიცვალა. დღეს ადგილობრივმა პოლიციამ ეჭვმიტანილის სტატუსით 44 წლის თურქი მამაკაცი დააკავა. ქუჩაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერის გაშიფვრის შემდეგ, პოლიციამ მამაკაცი ანტალიის რეგიონში აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები