ტეხასში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ტეხასის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ პლენოში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სავარაუდო თავდამსხმელიცაა.
ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათზე პოლიციამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სროლის შესახებ შეტყობინება მიიღო.
ადგილზე მისულ პოლიციის ოფიცერს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცავმა ის საპასუხო ცეცხლით მოკლა. ინციდენტის შედეგად დაჭრილია ასევე ორი ადამიანი. გარდაცვლილების ვინაობა ჯერ უცნობია, ასევე დაუდგენელია სროლის მოტივი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები