სირია-ერაყის საზღვართან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

სირია-ერაყის საზღვართან თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – ინფორმაციას ამის შესახებ “Reuters” ავრცელებს როგორც მედია იუწყება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯიჰადისტები კონტროლს დღითიდღე კარგავენ.
მულტიეთნიკური სამხედრო გაერთიანების, „სირიის დემოკრატიული ძალების“ გენერალმა აჰმედ აბუ ხოლეჰმა საერთაშორისო სააგენტო Reuters-თან საუბარში განაცხადა, რომ ევფრატის სანაპიროზე დაეშის მიერ კონტროლირებადი სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს მომავალში დასრულდება.
„თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს წინააღმდეგ სირიის ჯარმა სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, თუმცა ჩვენ პასუხისთვის მზად ვიქნებით“ – განაცხადა აჰმედ აბუ ხოლეჰმა.
სირიის ჯარი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფორმირებული საერთაშორისო კოალიცია, ქურთ მებრძოლებთან ერთად და „სირიის დემოკრატიული ძალები“ ISIS-ის წინააღმდეგ იერიშს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები