ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ხარაგაულში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. სამი ავტომობილის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები