მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსი სომხეთიდან საქართველოში მოდიოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები