კახა კალაძე მოსახლეობას დღეს მთაწმინდისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დღეს მოსახლეობას შეხვდება და მთაწმინდისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს.
როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა 18:00 საათზე, ხოლო გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა 20:00 საათზე იგეგმება.
„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მოსახლეობას შეხვდება და მთაწმინდისა და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს. მთაწმინდა – მისამართი: ბესიკის ქუჩაზე მდებარე სკვერი; დრო: 18:00 საათი. გლდანი – მისამართი: III მ/რ, მე-9 კორპუსის მიმდებარედ; დრო: 20:00 საათი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები