ირაკლი სესიაშვილი: „მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, კახეთში, მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ“

კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და მომავალი 3-4 წლის განმავლობაში სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებაც იგეგმება, – ამის შესახებ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„ეს შეეხება გზებს, წყალმომარაგებას, გაზმომარაგებას და სისტემების მთლიანად განვითარებას. ამიტომ, რეგიონში ჩვენ გვჭირდება მაღალი კვალიფიკაციის, ღირსეული და წესიერი ხელმძღვანელები“, – აღნიშნა პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული კანდიდატები შეარჩია.
პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი კვირიკაშვილმა დღეს კახეთის რეგიონის მერობის რვა კანდიდატი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები