ნინო ჯავახაძე: 2017 წლის აგვისტოში ტურიზმის თვალსაზრისით უპრეცედენტო ზრდა გვაქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის რეკორდულ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით,  ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი მონაცემები გვაქვს.
,,საქართველოს მხოლოდ ერთ თვეში მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა. რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.4%-ით მეტია. აქედან  573  ათასზე მეტი არის ტურისტი, ანუ 24 საათზე და მეტ ხანს ვინც დარჩა საქართველოში , ზოგადად, უპრეცედენტო ზრდით გამოირჩევა არა მხოლოდ აგვისტო, არამედ მთლიანად ზაფხულის სეზონი”, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
კერძოდ, 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს ესტუმრა 2.7 მლნ – ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი (ზრდა 28%), აქედან 24 საათი და მეტი დროით შემოვიდა 1.4 მლნ-ზე მეტი ტურისტი (ზრდა 32.7%),-‘’განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მთლიანად 2017 წლის 8 თვეში საქართველოს 5 მლნ.-ზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა (ზრდა 18.9%), აქედან ტურისტი – 2.4 მლნ. ადამიანი (ზრდა 29.4%).
ქვეყნების მიხედვით კვლავ ლიდერობენ მეზობლები – აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი, ასევე ევროკავშირის ქვეყნები. ამავე დროს, უპრეცედენტოთ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ირანიდან (+141.9%), საუდის არაბეთიდან (196.4%) და ინდოეთიდან (98.9%).
ნინო ჯავახაძის განცხადებით, საქართველოს მთვრობა შემდგომშიც განაგრძობს ეკონომიკურ ზრდაზე მიმართულ რეფორმებს და იმედი გამოთქვა, რომ ეს დადებითი ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები