კახაბერ გოგოტიშვილი ციანიდის საქმეზე: ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის საქართველოს ეკლესია

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გავრცელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა.
“რაც შეხება სასულიერო პირების შეფასებებს სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, ძალიან არასერიოზული განცხადებებია – რის საფუძველზე საუბრობენ და აფასებენ მოსამართლის გადაწყვეტილებას? მათ, ალბათ, მოუწევთ საეკლესიო კანონებით ეკლესიის წინაშე პასუხების გაცემა თუ რის საფუძველზე ხდებოდა მსგავსი შეფასებები”, – განაცხადა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მისივე თქმით, ცილისმწამებლურია განცხადებები, თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქო და სახელმწიფო ერთად მოქმედებდნენ.
რაც შეეხება ფაქტს, არქიმანდრიტის განცხადებით, მომხდარის გამო ყველანი შეწუხებილები არიან.
“ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის საქართველოს ეკლესია. იმ დღიდან როცა ე.წ. ციანიდის საქმე დაიწყო, გაუთავებელი საუბრებია, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა მთელს მოსახლეობაზე. ძალიან ვწუხვართ ამის გამო”, – განაცხადა არქიმანდრიტმა.
სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები