ნიკოლოზ სირაძე: დღის ბოლომდე კახეთში ყველა ლოკაციაზე სიტუაციის გაუმჯობესებას ველოდებით

„იმედი მაქვს, დღის ბოლომდე კახეთში ყველა ლოკაციაზე სიტუაცია გაუმჯობესდება”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სირაძემ ჟურნალისტებს საგანგებო შტაბში განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამაიმედებელი ვითარებაა შილდას და თუშეთის ლოკაციებზე. რაც შეეხება ართანას მიმართულებას, მისი ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
”ბოლო მდგომარეობით ლოკაციებზე ვითარება სტაბილურია. შილდას მიმართულებით დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, გამოცხადებული იქნება ლიკვიდაცია. რაც შეეხება თუშეთის მიმართულებას, ადგილზე მოხდა წყლით სავსე ავზების მიტანა ვერტმფრენის მეშვეობით და დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, საგრძნობლად გაუმჯობესდება სიტუაცია. რაც შეეხება ართანას მიმართულებას, ორი მხრიდან გრძელდება ხანძრის კერების და ნიადაგის დამუშავება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებითაც სასიკეთო ცვლილებები გვექნება დღის ბოლომდე”, – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები