საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ჩრდილოეთ კორეის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
“უცხადებს რა სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს, საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევას. საქართველოსთვის, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმებათა მონაწილესათვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.”- ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
4 სექტემბერს, სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთვული ბომბის ცდის საპასუხოდ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. 3 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ რაკეტაზეა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები