იოსებ მაღალაშვილი 65 წლისაა
იოსებ მაღალაშვილს, საქართველოში მსოფლიოს მეორე ჩემპიონს ჭიდაობა სამბოში (1974 წელი) 65 წელი შეუსრულდა.
2 სექტემბერს მშობლიურ სოფელ მეტეხში, მისი სახელობის სოფლის ღია საჭიდაო არენაზე – ქართულ ჭიდაობაში მისი სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა. მსოფლიო თასის მფლობელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – ღირსების ორდენოსანიცაა. ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულ სპორტსმენებს სიგელები გადასცა. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა – იოსებ მაღალაშვილს ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.