“დემირელის სკოლაში, თურქულ სექტორზე, დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც რეალურად საქართველოში არ ყოფილან”

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ყველაზე მძიმე დარღვევა დემირელის სკოლის შემთხვევაში იყო ის, რომ თურქულ სექტორზე დოკუმენტაციაში ფიქსირდებოდნენ მოსწავლეები, რომლებიც რეალურად საქართველოში არ ყოფილან. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ყველა სკოლა უნდა დაემორჩილოს კანონის მოთხოვნებს.
​ „მეორე მხრივ, უნდა ვთქვათ, რომ წელიწადში 10-15 სკოლა ვერ იღებს ავტორიზაციას, ანუ სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არის კერძო სკოლები, სადაც დამფუძნებლები და მენეჯმენტი კანონის მოთხოვნებს ცოტა მსუბუქად უდგებიან. ნებისმიერი სკოლა, მიუხედავად მისი პროფილისა და განათლების ხარისხისა, ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს კანონების მოთხოვნებს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები