ოკამში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები კასპის საავადმყოფოში მოათავსეს

ოკამში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ადამიანი კასპის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 50 წლის ქალბატონს თვალბუდე დაუზიანდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ მგზავრს, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ. მათ შორის ერთ-ერთი 20 წლის გოგონაა, ხოლო მეორე 46 წლის მამაკაცი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ავტობანზე, ოკამის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები