ვაკის პარკთან ხანძარი გაჩნდა
ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კუს ტბის ასახვევთან, ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი 150 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ცეცხლი ბალახებს წაეკიდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.