ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს წაეკიდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.